1.პროექტის სახელი: „ცამეტი ასურელი მამის კვალდაკვალ“. ისე წილკნელი
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ისე წილკნელის შესახებ, აგროვებენ სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებას: წილკნის ტაძრისა და ცამეტივე ასურელი მამის ფოტო მასალას.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ ისე წილკნელის მოღვაწეობის მნიშვნელობას, რამდენად საჭირო იყო ასურელი მამის ჩამოსვლა იმ დროს საქართველოში, რა როლო შეასრულეს სამონასტრო ცხოვრების საქმიანობაში, იკვლევენ რა განსხვავება არსებობდა დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის.
4.მოსწავლეთა ასაკი: 15 წელი
5.ვადების ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემბრიდან 1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება, ვებ–გვერდების გაკეთება, კლასის მომზადება ექსკურსიისთვის, ინტერვიუს მომზადება, წილკნის ტაძრის წინამძღვართან, ერთმანეთის შეფასება და შენიშვნები.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ისტორიაში, რელიგიაში, ხელოვნებაში, განუვითარდებათ შემოქმედებითი და თანამშრომლობის უნარი. შეიცვლება ღირებულებითი დამოკიდებულება.
8.სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი კიდევ ერთხელ მიცემს საშუალებას ყველა ადამიანს გაეცნონ ისე წილკნელის მოღვაწეობას. პროექტის შედეგების (ბლოგები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებისთვის ვინც არ არის ჩართული პროექტში.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ისტორიასთან, ხელოვნებასთან, რელიგიასთან, არქიტექტურასთან.
11.პროექტის ფასილიტატორი: ირინა იობაძე, 178–ე სკოლის პედაგოგი
12. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: i.iobadze178@gmail.com
No comments:
Post a Comment